Monday, July 3, 2017

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: "გახსოვდეს ვისი გორისა ხარ,კაცი კი ტანჯვისათვის არის გაჩენილი"...
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებისატვის ექსკურსია ყაზბეგში, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, გერგეტის ''წმინდა სამების'' საყდრის მონახულება, მოსწავლეებში ქართული კულტურის ძეგლების მიმართ ინტერესის გაღვივება.
3. პროექტის აქტუალობა:x1 კლასში მოსწავლეებმა შეისწავლეს ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია და მისი ნაწარმოები ''ხევისბერი გოჩა'',გაგვიჩნდა სურვილი პროექტის განხორციელებისა და ამ მიზნით საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის მონახულებისა, რათა მოსწავლეებს დაელაშწრათ გერგეტის ''წმინდა სამების'' სახელობის მონასტერი, რომელიც ნახსენებია ნაწარმოებში, სწორედ აქ იმყოფებოდა ხევიბერი გოჩა 2 კვირის განმავლობაში გასაწმენდად და მან მიიღო გადაწვეტილება დაეცვათ საკუღარი მიწა- წყალი და თავისუფლება და შებრძოლებოდნენ ულმობელ დამპყრობელს- ნუგზარ ერისთავს. ზოგადად სამების საყდარში ბრძენ ბერ კაცთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთელი ხეობა უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
4.პროექტის მიზნები: გერგეტის'' წმინდა სამების'' მონასტრის დაარსების ისტორიის შესწავლა, ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის დათ, მწერლის გენეალოგიის გაცნობა,  ალექსანდრე     ყაზბეგის      მუზეუმის  დათვალიერება, მწერლის გენეალოგიის გაცნობა,
დამატებითი ცნობების შეკრება მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
5. მონაწილეთა ასაკი: (x1 კლასის მოსწავლეები). 16 წლის.
6. ვადები: ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: კედლის გაზეთის გამოშვება, სურათების გადაღება, მწერლის სხვა ნაწარმოებების("ელგუჯა", "მამის მკვლელი'," "ელისო", "ნამწყემსარის მოგონებები", სამმოქმედებიანი დრამის "არსენას") წაკითხვა, ესეების დაწერა.ჯგ უფის მუშაობის, დროის სწორად გამოყენების, სოციუმთან მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: x1.კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,(ავტორები: მანანა გიგინეისვილი, ვახტანგ როდონაია და სხვა.) გამომცემლობა" სწავლანი". ქართველი მწერლები სკოლაში "ა ლექსანდრე ყაზბეგი"1-₾ი და მე-2 ნაწილი. გამომცემლობა"საქართველოს მაცნე". ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა:მონაწილეთა ჯგუფებად დაყოფა. თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლე.
10. საგნებთან კავშირი: ისტირიის სახელმძღვანელოში x1x საუკუნის  მე-2  ნახევრის საქარტველოს ისტორიის გაცნობა, კერძოდ, ამ პერიოდის ქართული კულტურისა და  მწერლობის შესახებ ცნობების მოძიება და შესწავლა.
 განმსაზღვრელი შეფასება
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნანაფიფია.
12. ხელმღვანელის ელ- ფოსტა:nanapipia24@gmail.com
13. პროექტის გეგმა
14.ვიდეო მასალა

No comments:

Post a Comment